ძაღლის მუცლიდან 111 მონეტა ამოიღეს

ძაღლის მუცლიდან 111 მონეტა ამოიღეს

ნიუ-იორკში ვეტერინარებმა ტერიერს, მეტსახელად ჯეკის მუცლის ღრუდან ასზე მეტი მონეტა ამოუღეს. ძაღლი უოლ-სტრიტზე მცხოვრებ ეკონომისტს, ტიმ კელეჰერს ეკუთვნის.

ძაღლმა პატრონის პატარა ჩანთა მოიპარა და საკვების ძიებაში კბილებით გაღრღნა. შედეგად საკვების ნაცვლად ცხოველმა მონეტებს მიაგნო. მომდევნო დღეს ძაღლს ფაღარათი დაეწყო. მედიკოსებმა ტერიერს რენტგენი გადაუღეს და მის მუცელში 1,11 დოლარის ოდენობის ხურდა ფული აღმოაჩინეს. ექიმებს ოპერაციის ჩატარება სასწრაფოდ მოუხდათ, ვინაიდან მონეტების შემადგელობაში არსებული თუთია ცხოველის სიცოცლეს საფრთხეს უქმნიდა.

ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა. ექიმ ემი ზოლკმენის თქმით, პატრონს ერთი დღეც რომ დაეგვიანა, ჯეკის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რის შემდეგაც ტიმ კელეჰერმა საყვარელი ცხოველი შინ წაიყვანა.

მომზადებულია Korrespondent.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს